ტყიბულში სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახის ბავშვებისთვის კომპანია „საქნახშირმა“ ინგლისური ენის შემსწავლელი გაკვეთილების სწავლება დააფინანსა.
უცხო ენის გაკვეთილები 15-16 წლის ასაკის ოცამდე მოზარდისთვის კვირაში 2-ჯერ ტარდება. პროექტისთვის ტყიბულში საუკეთესო პედაგოგი შეირჩა. სწავლება უახლესი პროგრამებითა და სახელმძღვანელოებით მიმდინარეობს.
სასწავლო პროექტი ბავშვებისთვის „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ ინიციატივითა და დაფინასებით ხორციელდება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, „უცხო ენის სასწავლო გაკვეთილები განკუთვნილია სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახებისთვის. მოზარდები ენის შესწავლას კომპანიის მიერ სპეციალურად პროექტისთვის შერჩეულ უცხო ენის სერტიფიცირებულ პედაგოგთან ეუფლებიან. პროგრამა ეროვნულ სასწავლო გეგმასაა მორგებული. კომპანია მომავლისთვის ასევე გეგმავს ანალოგიურ სწავლებას სხვა ასაკის მოზარდებისთვის“.
საწყის ეტაპზე პროექტი ერთწლიანია. მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია მხოლოდ სწავლების მსურველებზე. თავის მხრივ კომპანია „საქნახშირი“ მზადყოფნას გამოთქვამს ამ მიმართულებით აქტიური ინვესტორი იყოს და მაქსიმალურად დაეხმაროს ტყიბულის მოსახლეობას.