ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდისა და ახალგაზრდული მიმართულების პროექტის, „TDDF-ის ახალგაზრდების გამოწვევა“ ფარგლებში ბაკურიანში კონფერენცია გაიართა.

აღნიშნული კონფერენცია და პროექტი სახელწოდებით ,,გააზიარე დღესასწაული“ სხვადასხვა სახის ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას მოიცავს, რომლის საშუალებითაც ახალგაზრდები სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაეხმარებიან. ამასთანავე, პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა ძლიერი, მოქმედი ახალგაზრდების ჯგუფი, რომელთა ჩართულობით სხვა უამრავი საინტერესო ღონისძიების განხორციელებაც იგეგმება.

ბაკურიანში გამართულ 4 დღიან კონფერენციაზე რაციონალურად დროის გამოყენების საშუალებით, ახალგაზრდების გამოწვევამ თანხის შესაგროვებლად დაგეგმა საინტერესო, ინოვაციური ღონისძიებები: ხელნაკეთი ნივთებისა და ტკბილეულის გამოფენა-გაყიდვა, ყუთების განთავსება სკოლებში, სამაგიდო თამაშების დღე, ვიდეოგამოწვევები სოციალურ ქსელში, სახალისო ფოტოგადაღებები, „ქველმოქმედების ერთი დღე ქალაქში“ და სხვა. შეგროვებული თანხით ახალგაზრდები გეგმავენ, შეიძინონ პროდუქტები სადღესასასწაულო სუფრისათვის, რაც საშუალებას მისცემს პროექტის სამიზნე ჯგუფს ერთი დღით დაივიწყონ პრობლემები და გაილამაზონ დღესასწაული.

პროექტის წინამოსამზადებელი სამუშოები ახალგაზრდებმა ჯერ კიდევ ნოებრის თვეში დაიწყეს და უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის განხორციელების პერიოდში ტყიბულის საზოგადოების ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფის ჩართულობა საკმაოდ მაღალი იყო.

პროექტის ფარგლებში 2018 წლის დასაწყისში რამდენიმე აქტივობა უკვე დაგეგმილია. იანვრის თვეში სტიგმური ბარიერების მსხვრევის მიზნით მონაწილე ახალგაზრდები შშმ ბავშთა დღის ცენტრებს ესტუმრებიან თერჯოლაში, სადაც ორივე მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები სპორტულ-კულტურული და სხვა სახის გასართობი ღონისძიებებით დატვირთულ ორ დღეს გაატარებენ ერთად. ასევე, უახლოეს მომავალში, ორგანიზაცია ტყიბულშიც აპირებს განახორციელს შშმ პირების ადაპტაციისაკენ მიმართული აქტივობა – LET’S PLAY TOGETHER (მოდი ვითამაშოთ ერთად).