დაზიანება აღმოფხვრილია და ტყიბულს ამ დროისთვის სასმელად ვარგისი წყალი მიეწოდება,

– ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის ტყიბულის სერვისცენტრის მენეჯერმა გიორგი ჭოლაძემ განუცხადა. მისივე თქმით, მათ მალევე მოახდინეს დაზიანებული მონაკვეთის შეკეთება და ამ დროისთვის მოსახლეობას სუფთა წყალი მიეწოდება.

“მივიღეთ ინფორმაცია, რომ ტყიბულში, გამსახურდიას ქუჩაზე დაზიანებული იყო სასმელი წყლის მაგისტრალი, რომლის შეკეთებაც მალევე მოვახდინეთ. პრობლმა ამ დროისთვის აღმოფხვრილია. პირადად შემოვიარე საცხოვრებელი ბინები და გადავამოწმე წყლის ხარისხი. მოსახლეობას სუფთა და სასმელად ვარგისი წყალი მიეწოდება“, – განაცხადა ჭოლაძემ.

ადგილობრივებმა გუშინ სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” დაწერეს, რომ ტყიბულს სასმელად უვარგისი წყალი მიეწოდებოდა და შესაბამისი ფოტოც გაავრცელეს.

წყარო “ინტერპრესნიუსი“ www.interpressnews.ge