ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ორპირიდან ცუცხვათის მიმართულებით გზის საამშენებლო სამუშაოები დასრულდა.
როგორც „ოკრიბანიუს“ ტყიბული – თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროდან აცნობეს, ორპირი- ცუცხვათის მიმართულებით რეაბილიტირებული გზა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა ტყიბული-თერჯოლის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელგუჯა გოცირიძემ გახსნა.
ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების და საავტომობილო გზების დეპარტმენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მასშტაბური პროექტი, რომლის ღირებულება 7 971 600 ლარია, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინიციატივითა და სახელმწიფოს ფინანსური მხარდჭერით განხორცილდა. აღნიშნული გზის მშენებლობაზე 30-მდე ადგილობრივი იყო დასაქმებული.
ორი სოფლის დამაკავშირებელი მესამე კატეგორიის გზის სიგრძე 10,5 კმ ს შეადგენს, სისქე (ორმაგი არმირებით) 22 სმ ს, ხოლო გზის სავალი ნაწილის სიგანე (ბეტონის საფარი) 6 მეტრია.
გზა ცუცხვათის მღვიმესთან მისასვლელი 200 მეტრის სიგრძის ქვაფენილით მოპირკეთებული საფეხმავლო ბილიკით მთავრდება.
პროექტი ასევე ითვალისწინებდა საგზაო ნიშნების, თანამედროვე ტიპის მონიშვნების, სანიაღვრე არხების, მოაჯირებისა და მღვიმესთან პარკინიგის ზონის გამართვას.
ცუცხვათი ორპირის დამაკაშვრიბელ გზას , გარდა ორი სოფლის მოსახლეობის გადაადგილების გამარტივების მნიშვნელობისა, ტურისტული დატვირთვაც აქვს, რადგან გზა ცუცხვათის მღვიმესთან სრულდება.
ღონისძიებაზე ზურაბ ალავიძემ, ორპირი-სოჩხეთის საავტომობილო გზის მშენებლობა დაანონსა.