საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, 1992 წლიდანვე იწყება. ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა წლების განმავლობაში სულ უფრო მეტად იზრდებოდა. ორმხრივი ურთიერთობები უფრო ინტენსიური 2003 წლიდან ხდება, როცა საქართველო აქტიურად იწყებს პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარებას.
ამ ურთიერთობებში სრულიად ახალი ეტაპი კი 2014 წლის 27 ივნისიდან იწყება, როდესაც ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. საქართველო აქტიურად აგრძელებს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს და ამ პროცესის შესაბამისად სახელმწიფოებრივ განვითარებას.
საქართველოში ევროკავშირის შესახებ სხვადასხვა შეხედულებები აქვთ, არსებობს მითები საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების შესახებ. მაგალითად – ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა გამოიწვევს ეკონომიკურ სირთულეებს; ქართული კომპანიები ვერ დააკმაყოფილებენ ევროკავშირის სტანდარტებსა და რეგულაციებს. შესაბამისად გართულდება ევროკავშირში ექსპორტის განხორციელება და ამავდროულად,საქართველოს შიდა ბაზარზზე ვერ გაუწევენ კონკურენციას ევროკავშირის კომპანიებს; ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა გამოიწვევს ეკონომიკურ სირთულეებს. ასეთი მითი ბევრი არსებობს რომელიც რათქმაუნდა სიმართლეს არშეესაბამება.
როდესაც ადგილობრივებს ვეკითხებით საქართველო – ევროკავშირის შესახებ, ამბობენ რომ -„ საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობა გააუმჯობესებს ეკონომიკურ მდომარეობას რეგიონში, იმატებს ტურისტების რაოდენობა, შესაძლებელია განათლების მიღება ევროპაში.ისტორიული მოვლენაა რომ საქართველოს მოქალაქეებისათვის ამოქმედდა უვიზო რეჟიმი ევროკავშირის ქვეყნებში. ყოველდღიურად საქართველო უახლოვდება ევროპას და დადგება დრო როდესაც საქართველო ევროპის დიდი ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდება“.
ქართველ და უკრაინელ ჟურნალისტებს გასული წლის დეკემბერში კიევში გამართულ კონფერენციაზე ესტონეთში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ჰანეს რუმი, ესტონეთის ელჩი“აღმოსავლეთის პარტნიორობის“საკითხებში იან რეინჰოლდი, უკრაინის ვიცე პრემიერ მინისტრი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ივანნა კლიმპუშ-ცინცაძე და სხვა ოფიციალური პირები შეხვდენ და ევროინტეგრაციის საკითხებზე ესაუბრნენ.
საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომობის შესახებ იან რეინჰოლდმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა – „თქვენთვის ჯობია რომ იმუშაოთ გარკვეულ საკითხებზე და ნელნელა იაროთ. ჩვენ ვთვლით რომ ძალიან კარგი ნიშანი მივიღეთ სამიტიდან, რომელიც ბრიუსელში მიმდინარე წლის 24 ნოემბერს ჩატარდა. ვიცით რა უნდა ვაკეთოთ მომავალში. მაგალითად ბევრი ვისაუბრეთ იმაზე თუ რა პლიუსები აქვს აღმოსავლეთ პარტნიორობას. მაგრამ ჩვენთვის ესტონელებისთვის და ევროკავშირისთვის მნიშვნელობანია, რომ ექვსივე ქვეყანას ცალ-ცალკე დავაკვირდებით.
ჩვენ გვინდოდა რომ ყველა ქვეყანას, ყველა პრეზიდენტს ამ სამიტიდან რაღაც მესიჯი მიეღო, რათა შეეძლოთ აუხსნან უბრალო ადამიანებს რისთვის გვჭირდება ევროკავშირი და ევროინტეგრაცია.
ვფიქრობ, რომ საქართველოს დიდი პერსპექტივა აქვს, იმიტომ რომ თქვენ პატარა ქვეყანა ხართ, რომელმაც ბევრ რამეს მიაღწია. 8 წელია რაც თქვენ ეს პოლიტიკა გაგაჩნიათ და 26 წელია რაც საბჭოთა კავრიშიდან გამოხვედით და შესაძლოა უკვე 25 წლის მერე ესტონელებმა მოგმართონ რჩევისთვის.
მაგალითად თუ შევადარებთ უკრაინასა და საქართვლოს, უკრაინა შედარებით დიდი და მრავალრიცხოვანი ქვეყანაა. ამიტომაც რეფორმების ჩატარება გაცილებით ადვილია პატარა ქვეყანაში. თქვენ ძალიან კარგად შეესაბამებით ევროკავშირს და თქვენი დიპლომატიური ნაბიჯებიც,-განაცხადა რეინჰოლდიმ.
საქართველო-ევროკავშირის საკითხებზე „ოკრიბაიუსთან“ საუბრისას მოქალაქეებმა აღნიშნეს რომ აქვთ ინფორმაცია საქართველო – ევროკავშირის ურთიერთობის შესახებ,იციან რომ მოხდა ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის, თუმც უმეტესად თითქმის საერთოდ არარიან ინფორმირებული რაწერია ამ ხელშეკრულებაში, რამოთხოვნები და ვალდებულებები ეკისრება ქვეყანას მასზე ხელმოწერის დღიდან. მათ მიაჩნიათ რომ აუცილებელია მეტი ინფორმაცია მიეწოდოს მოსახლეობას ევროკავშირისა და ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებების შესახებ.
გიორგი სულაძე