თბილისში საერთაშორისო ტურნირი კუნგ-ფუ ში გაიმართა, რომელშიც 5 ქვეყნის, 25 კლუბის, 189 სპორტსმენი ვაჟები და გოგონები მონაწილეობდნენ.
ტურნირზე ტყიბულის „კუნგ-ფუს სკოლის“ სპორტსმენებმა წარმატებით იასპარაზეს. ტყიბულელმა კუნგ-ფუ-ისტებმა მოიპოვეს 6-პირველი, 5 მეორე და 4 მესამე საპრიზო ადგილები. ჩემპიონები გახდნენ გიორგი ჭიჭიკოშვილი, ნიკა ბარბაქაძე, ნიკოლოზ ბუბაბაშვილი, საბა გელაძე, საბა აბესაძე, ლაზარე ბოჭორიშვილი.
„კუნგ-ფუს სკოლის“ მწვრთნელები ოლეგ ფანჩულიძე და ლაშა ცქიფურიშვილი კმაყოფილი არიან მათი სკოლის სპორტსმენების ტურნირზე მიღწეული წარმატებით და „ევროპის ჩემპიონატში“ მონაწილეობის მისაღებად ემზადებიან.
სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის სპორტსმენი ბავშვების მშობლებს და ტყიბულის მუნიციპალიტეტის სპორულ ცენტრს ტურნირში მონაწილეობის მისაღებად გამგზავრებაში დახმარებისათვის.
ტურნირის შესახებ “საქართველოს კუნგ-ფუს ეროვნული ფედერაციის” პრეზიდენტმა ოლეგ ფანჩულიძემ გვითხრა რომ – „ ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი „კუნგ-ფუ“ ში თბილისში 10-11 მარტს წარმატებით გაიმართა. მასში მონაწილეობდა 5 ქვეყნის – საქართველოს, სომხეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის,ირანის 25 კლუბი. წელს დაფიქსირდა მონაწილეთა რეკორდული რაოდენობა 189 სპორტსმენი ვაჟები და გოგონები.
ჩემპიონატში გუნდური პირველი ადგილი დიდი უპირატესობით „საქართველოს ნაკრებმა“ მოიპოვა, მეორე ადგილზე სომხეთი გავიდა, ხოლო მესამეზე რუსეთი.
ეს იყო წინა მოსამზადებელი ტურნირი „ევროპის ჩემპიონატის“ წინ, რომელიც მიმდინარე წლის 12-16 აპრილს სომხეთში ქალაქ ერევანში გაიმართება. სადაც მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კუნგფუისტების ნაკრები გაემგზავრება.
ტურნირი თბილისში „საქართველოს ეროვნული ფედერაციის“ ორგანიზებით მაღალ დონეზე გაიმართა, რაც აღნიშნეს კიდეც მონაწილე გუნდების წარმომადგენლებმა. ფედერაცია მადლობას უხდის ტურნირის ყველა მონაწილეს, სპორტსმენს, განსაკუთრებით მწვრთნლებს თავდადებისათვის, ლამაზი და საინტერესო ბრძოლებისათვის და საქართველოს გამარჯვებისათვის“ განაცხადა ოლეგ ფანჩულიძემ.