საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვლევითი ჯგუფი, ტყიბულის მუნიციპალიტეტში ცუცხვათის მღვიმოვანში, მიმდინარე წელს არქეოლოგიურ გათხრებს გეგმავს და მასში მონაწილეობის მიღებას სტუდენტებს სთავაზობს.
არქეოლოგიურ ექსპედიციაში მონაწილეობის მსურველთათვის საქართველოს ეროვნული მუზეუმი განცხადებას აქვეყნებს „ჩაერთე არქეოლოგიურ გათხრებში“, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ –
„ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ცუცხვათის მღვიმოვანის შემსწავლელი კვლევითი ჯგუფი სტუდენტებს სთავაზობს მონაწილეობის მიღებას არქეოლოგიურ გათხრებში.
2018 წელს ცუცხვათის მღვიმოვანში დაგეგმილია ორი არქეოლოგიური ექსპედიცია: ივნის-ივლისსა და სექტემბერში.
მსურველებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 2 ნაბეჭდი გვერდისა) შემდეგ მისამართზე: nikoloztsikaridze@gmail.com
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 10 აპრილი
• გათხრებში მონაწილეობის ხანგრძლივობა 7-10 დღე.
• პრიორიტეტი მიენიჭება: არქეოლოგიის, ისტორიის, გეოლოგიის, ბიოლოგიის (ეკოლოგიის, ანატომიის), ანთროპოლოგიისა და სხვა მომიჯნავე დარგის სპეციალობის სტუდენტებს.
• სტუდენტების ექსპედიციაში მონაწილეობა ოფიციალურად იქნება შეთანხმებული და გაფორმებული უნივერსიტეტების შესაბამის კათედრებთან.
• მეორე ეტაპზე გადასული სტუდენტები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე.
• შერჩეული სტუდენტები გაივლიან, როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ მომზადებას.
პროექტი ხორციელდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ბაზაზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ ექსპედიციის ხელმძღვანელს ნიკოლოზ წიქარიძეს – 595 250 546 ნათქვამია განცხადებაში.