1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 25 წელი გავიდა. 4 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო გმოსვლები 9 აპრილს სასტიკი დრბევით დასრულდა.
წითელმა არმიამ და შინაგანმა ჯარმა მშვიდობიანი აქცია, სასანგრე ნიჩბების, ხელკეტების და გაზის გამოყენებით დაარბია. მიტინგის დაშლისას დაიღუპა 21 მოქალაქე, ხოლო სხეულის მძიმე დაზიანება და ინტოქსიკაცია მიიღო ასობით ადამიანმა.
საქართველოში 1989 წელს განვითარებული მოვლენების გამო, ყოველი წლის 9 აპრილს დედაქალაქსა თუ რაიონებში, სამოქალაქო პირები და სხვადასხვა პოიტიკური პარტიის წარმომადგენლები, მემორიალებთან მიდიან და პატივს მიაგებენ დაღუპულთა ხსოვნას.
ამ დღეს თავისუფლებისათვის ბრძოლაში გარდაცვლილები ტყიბულშიც გაიხსენეს. 9 აპრილის პარკში, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მუნიციპალითეთის გამგებელი თემურ ჩუბინიძე, გამგეობის თანამშრომლები და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რომლებმაც პატივი მიაგეს დაღუპულებს ხსოვნას და მათი სულების უკვდავსაყოფათ 9 აპრილის მეორიალი ყვავილებით შეამკეს.
ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა იოანემ კი 9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
საქართველოს უახლეს ისტორიაში 9 აპრილი შევიდა, როგორც დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, ვინაიდან ტრაგედიიდან ორი წლის შემდეგ 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ, რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, ეს დღე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა.
ელისო ჭანტურიძე