ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში 5 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული მეშახტეების ოჯახებს უკრაინელმა ბიზნესმენმა და ქველმოქმედმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ ფინანსური დახმარება გაუწია.
ჩერნოვეცკის ფონდის წარმომადგენლები ტყიბულში ჩავიდნენ, შახტში დაღუპულთა ოჯახებში მივიდნენ და მიუსამძიმრეს. ფონდის დირექტორმა ელენე პოლიშუკმა ლეონიდ ჩერნოვეცკის სახელით ექვსივე დაღუპული მეშახტის ოჯახს დახმარების სახით 7 500 ლარი პირადად გადასცა.
ელენე პოლიშუკმა „ოკრიბანიუს“ განუცხადა რომ – „როდესაც ლეონიდმა შახტის ტრაგედიის შესახებ ტელევიზიით შეიტყო გადაწყვიტა დაღუპულთა ოჯახებს ფინანსურად დახმარებოდა,მე მისი სახელით ჩამოვედი ტყიბულში და დაღუპულთა ოჯახებს გადავეცი ლეონიდისგან გამოგზავნილი თანხა – შვიდიათას ხუთას ლარი. რომელიც შეუძლიათ მათ თავიანთი შეხედულებისამებრ გამოიყენონ“.განაცხადა პოლიშუკმა.
მინდელის სახელობის შახტში დაღუპული და დაშავებული მეშახტეების ოჯახებს „საქნახშირი“ დაეხმარება.