ევროპის ღია ჩემპონატი კუნგ-ფუში გაიმართა სომხეთში 12-15 აპრილს,რომელშიც 18 ქვეყნის 378 სპორტსმენი მონაწილეობდა.
ერევანში გამართლ ჩემპიონატში მონაწილეობას იღებდა საქართველოს კუნგ-ფუს ფედერაციის ნაკრები, ფედერაციის პრეზიდენტის ოლეგ ფანჩულიძის ხელმძღვანელობით,რომლებმაც ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს.
ტურნირი კუნგ-ფუს 5 სახეობაში ჩატარდა,სადაც ქართველები ასპარეზობდნენ 3 სახეობაში და მოიპოვეს 6 პირველი, 2 მეორე და 2 მესამე ადგილი, ასევე მოიპოვეს გუნდური მესამე ადგილი.
ჩემპონატი სომხეთში ევროპის კუნგ-ფუს ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა,რომელსაც კუნგ-ფუს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ფუ-ბიო ესწრებოდა.