კომპანია საქნახშირი „ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ წარმომადგენლები დღეს მინდელის შახტაში 5 აპრილს დაღუპული მეშახტეების ოჯახის წევრებს და დაშავებულ მეშახტეებს შეხვდნენ და დახმარებას დაჰპირდნენ.
როგორც „ოკრიბანიუს” „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფში“ განუცხადეს, კომპანია „საქნახშირის“ წარმომადგენლები კიდევ ერთხელ შეხვდნენ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში 5 აპრილს დაღუპული მეშახტების ოჯახის წევრებს და დაშავებულ მეშახტეებს.
„საქნახშირის“ ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ განუმარტეს მეშახტებსა და მათი ოჯახის წევრებს, რომ თითოეული ოჯახი მიიღეს შესაბამის დახმარებას: დაზღვევის თანხასა და კომპენსაციას. კომპანიამ დაკრძალვის თანხები მთლიანად საკუთარ თავზე აიღო.
რაც შეეხება დახმრებას, “ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია. კომპანია წლების განმავლობაში სხვადასხვა სახის დახმარებას უწევს ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს, ეს იქნება მკურნალობისა თუ განათლების ხარჯები და ასევე ხშირ შემთხვევაში, სურვილის მიხედვით, ასაქმებს დაზარალებულთა ოჯახის წევრებს”.
– “უნდა ითქვას, რომ მთლიანობაში მეშახტეთა დახმრება 50 ათას ლარს აღემატება“, – აცხადებენ კომპანიაში.