„ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდიTDDF“-ის ოფისში 15 მაისს საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, რომელსაც ადგილობრივი მეწარმეები და საჯარო სექტორში დასაქმებული პირები ესწრებოდნენ, ფონდის წარმომადგენლებმა მათ ინფორმაცია მიაწოდა DCFTA (ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების შესახებ), ასევე ფონდის ოფისში, პროექტის ფარგლებში რესურსმაგიდა გაიხსნა.
როგორც TDDF-ში აცხადებენ – „რესურსმაგიდის გახსნით ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი გახდება სასარგებლო და ხელმისაწვდომი რესურსი სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლების, ადგილობრივ ფერმერების, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისათვის.
პროექტით დაგეგმილი საქმიანობების ფარგლებში TDDF გაავრცელებს ინფორმაციას და გაუწევს საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურებას ზემოთ აღნიშნულ ჯგუფებს არა მხოლოდ ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, არამედ სოფლის მეურნეობასთან, სოფლის განვითარებასთან და მცირე ბიზნესთან დაკავშირებულ სახელმწიფო და დონორულ პროგრამებზე შესაბამის სფეროებში“.
ამ საკითხებით დაინტერესებულ მოქალაქეებს კონსულტაციის გასაწევად შეუძლიათ მიმართონ ფონდის წარმომადგენლებს შემდეგ მისამართზე – ქ. ტყიბული, გელათის ქ. N20/18
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და მას კოორდინირებას უწევს ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ (PIN)“.