საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი ახალ პროექტს იწყებს სახელწოდებით _ “იაქტიურე და ჩაერთე გადაწყვეტილების მიღებაში!”. აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია 27 მარტს ტყიბულში გაიმართა, რომელსაც საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციები, მასმედია და აქტიური მოქალაქეები დაესწრნენ.
პროექტის მიზანს იმერეთის მხარის მოსახლეობის პრობლემების ადვოკატირება და გადაჭრა წარმოადგენს მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროების, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის უშუალო ჩართულობის გზით. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია იმერეთის რეგიონის თორმეტივე მუნიციპალიტეტში სამუშაო ჯგუფების შექმნა და მრგვალი მაგიდის ფრომატის შეხვედრების ორგანიზება. ასევე ტრენინგ ციკლის მოწყობა ადგილობრივი თვითმმართველობის, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისათვის. პროექტის ფარგლებშივე შეიქმნება საინიციატივო ჯგუფები, რომელთაც შემდგომ ტრენინგებიც ჩაუტარდებათ.
პროექტი დაფინანსებული იქნა “აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამა საქართველოში” მიერ.
თეონა ჯანელიძე