აზიური ფაროსანას რაოდენობა, ამ ეტაპისთვის, მნიშვნელოვნად შემცირებულია.

ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ ქუთაისში, მავნებლის წინააღმდეგ
ბრძოლის შტაბის წარმომადგენლებთან და იმერეთის რეგიონის სოფლის რწმუნებულებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ღონისძიებაზე იმერეთში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შედეგები და შემდგომი სამოქმედო გეგმა განიხილეს. შეხვედრაზე სოფლის რწმუნებულებმა აღნიშნეს, რომ მავნებლის საწინააღმდეგო წამლობითი სამუშაოები პირველ ეტაპზე შედეგიანი აღმოჩნდა და ღონისძიებების მეორე ეტაპზეც სახელმწიფო სამსახურები კოორდინირებულად იმუშავებენ.

მედიაპროდუქტი მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.