როგორც დამსაქმებლის წარმომადგენლისთვის, ძალიან დიდი მორალური ტვირთია ადამიანურ ფაქტორზე საუბარი, რადგანაც ჩვენ საბოლოო ჯამში დამსაქმებლები და დასაქმებულები ერთ ოჯახში ვრჩებით, ერთად ვაგრძელებთ ცხოვრებას და მუშაობას,

– ამის შესახებ „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ ადმინისტრაციულმა დირექტორმა, ნინო ჯორბენაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას საერთაშორისო ექსპერტების დასკვნის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, ტყიბულის შახტში 5 აპრილს მომხდარი ტრაგედია არა ბუნებრივ მოვლენას, არამედ ადამიანურ ფაქტორებს უკავშირდება განაცხადა.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დასკვნაში განხილულია დაახლოებით ოთხი სხვადასხვა სცენარი, მათ შორის ეთნოგენური და ბუნებრივი მოვლენები, ასევე ადამიანური ფაქტორი. თითოეულ მათგანზე შეფასებაა გაკეთებული. შეფასებულია რისკები, რომელი უფრო მეტად შეიძლება რომ იყოს სავარაუდო მიზეზი ამ შემთხვევაში. ადამიანური ფაქტორიც არის დასკვნაში მოხსენიებული, რასაც მე ამ ეტაპზე ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, რადგანაც არც საგამოძიებო ორგანოებს დაუსრულებიათ მუშაობა, არც თავად დასკვნა ამბობს, რომ ეს არის ყოვლისმომცველი და ამომწურავი. კიდევ ერთი ფაქტორი, ჩემთვის, როგორც დამსაქმებლის წარმომადგენლისთვის, ძალიან დიდი მორალური ტვირთია ადამიანურ ფაქტორზე საუბარი, რადგანაც ჩვენ საბოლოო ჯამში დამსაქმებლები და დასაქმებულები ერთ ოჯახში ვრჩებით და ერთად ვაგრძლებეთ ცხოვრებას და მუშაობას“, – განაცხადა ნინო ჯორბენაძემ.

შეგახსენებთ, 5 აპრილს, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.

საერთაშორისო ექსპერტების დასკვნაში, რომელიც საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის ინიციატივით ჩატარდა, ნათქვამია, რომ 2018 წლის 5 აპრილს მომხდარი ტრაგედია არა ბუნებრივ მოვლენას, არამედ ადამიანურ ფაქტორებს უკავშირდება. საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაციით, მინდელის სახელობის შახტში, 5 აპრილს მომხდარი იმ ტრაგიკული შემთხვევის მიზეზების კვლევა 23-26 აპრილის პერიოდში, შრომის დაცვის სფეროში მაღალკვალიფიციური უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარდა.

“ინტერპრესნიუსი”
www.interpressnews.ge