საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის, ეკონომიკისა და მართვის სკოლა გთავაზობთ პროგრამებს შემდეგი მიმართულებთ:

 ბიზნესის ადმინისტრირება
 ეკონომიკა
 საჯარო მმართველობა
 ტურიზმი

პროგრამები შემუშავებულია თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით; აკრედიტებულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ; ხოლო 2016 წლიდან სკოლა არის CEEMAN-ის და AACSB-ის ინსტიტუციური წევრი საერთაშორისო აკრედიტაციის მიმართულებით.

წარმატებულ სტუდენტებს სკოლა სთავაზობს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში; უფინანსებს ევროპის ინოვაციის აკადემიის (EIA) საზაფხულო პროგრამაში მონაწილეობას; ინოვაციური იდეებისა და სტარტაპ პროექტების განსახორციელებლად სთავაზობს Start-Up Factory-ის მულტიფუნქციურ სივრცესა და ფინანსურ მხარდაჭერას.

სტუდენტებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა მიიღონ პროფესიული პრაქტიკული გამოცდილება: დაგეგმონ და განახორციელონ ტურები საქართველოს მასშტაბით, მონაწილეობა მიიღონ მიმდინარე საჯარო პოლიტიკის ანალიზის დოკუმენტისა და საჯარო ადმინისტრირების ქეისების შემუშავებაში, შეისწავლონ და პრაქტიკულად გამოიყენონ საბუღალტრო პროგრამები, მოემზადონ პროფესიულ ბუღალტერთა სერტიფიცირებისთვის, განახორციელონ ბიზნეს იდეები, მონაწილეობა მიიღონ ეკონომიკური პოლიტიკის საკითხების განხილვაში, ჩაერთონ უნვერსიტეტში მიმდინარე პროექტების მართვის პროცესში და ამავე დროს იცხოვრონ მრავალფეროვანი და საინტერესო სტუდენტური ცხოვრებით.

მეტი ინფორმაციიისათვის შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს:
https://www.ug.edu.ge/

R