ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ, “გელათის მონასტერი-ცუცხვათის მღვიმოვანი-ახალსოფლის წყალსაცავის“ საფეხმავლო ტურისტული ბილიკის გახსნის ღონისძიება გაიმართა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო გელათის მონასტერი-ცუცხვათის მღვიმოვანი-ახალსოფლის წყალსაცავის დამაკავშირებელი 24,4 კმ სიგრძის საფეხმავლო ტურისტული ბილიკი, რომელზეც გაკეთდა 5 საბანაკე და 5 გადასახედი მოედანი. ტურისტული ბილიკის გასწვრივ დაიდგა მანიშნებელი დაფები და საინფორმაციო ნიშნები, ასევე განხორციელდა ბილიკის მარკირება.

ტურისტული ბილიკის გახსნას გელათში ტყიბულელი ახალგაზრდები ესწრებდნენ, ასევე გახსნაზე იმყოფებოდა იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ დალაქიშვილი ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად.

sdr

ღონისძიების შემდეგ გელათიდან ახლგაზრდები პროექტის ორგანიზატორებთან ერთად ბილიკზე პირველები წავიდნენ ცუცხვათის მიმართულებით ტურისტული ადგილების დასალაშქრად.

აღნიშნული პროექტი განახორციელა “ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდმა“, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია“ელკანა“ს პროექტის ფარგლებში. რომლის მხარდამჭერია ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია.