ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში 16 ივლისს მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მეშახტე დღეს კლინიკიდან გაწერეს.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით-
ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ბინაზე გაეწერა. კლინიკის დატოვებამდე, პაციენტი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ მოინახულა.
დაშავებული ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში ამ დრომდე მკურნალობდა. სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას მას სხეულის ზედაპირის 50%-ის დამწვრობა აღენიშნებოდა.
პაციენტს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად შესაბამისი სამედიცინო მომსახურება გაეწია და კლინიკა 24-ე დღეს დატოვა,ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.