საწირის საჯარო სკოლის სპორტულ მოედანზე სტარტი აიღო მინი ფეხბურთის ჩემპიონატმა, რომელიც მოყვარულთა შორის, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით იმართება.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით ტურნირი, რომელშიც 18 გუნდი იღებს მონაწილეობას ჯგუფური სისტემით ჩატარდება და სამი კვირის განმვლობაში გაგრძელდება. გახსნის ღონისძიებას ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს თვმჯდომარე, ნატალია კობახიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წამომადგენლები დაესწრნენ.
შეჯიბრება მიზნად ისახავს სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და ახალგაზრდებისათვის ზაფხულის სეზონის საინტერესოდ გატარებას.
მინი ფეხბურთის ჩემპიონატი ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით იმართება. მას მხარდაჭერა კომპანია „ლიდერბეთმა“ გაუწია, რომელმაც ჩემპიონატი სასაჩუქრე ბურთებითა და მონაწილეთა ეკიპირებით უზრუნველყო.
გამარჯვებული გუნდები ფულადი პრიზებითა და თასებით დაჯილდოვდებიან, პირველ ადგილზე გასული გუნდი 400 ლარს მიიღებს, მეორეზე – 300-ს, ხოლო მესამე ადგილის მფლებელი – 200-ს. ასევე, დასაჩუქრდებიან საუკეთესო მეკარე, მცველი, თავდამსხმელი, ასაკოვანი და ყველაზე აქტიური მონაწილე.