არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის” ამერიკული დონორი ორგანიზაციის დახმარებით ტყიბულის მუნიციპალიტეტში საქველმოქმედო აქცია ჩაატარა.
აქციის ფარგლებში უნარშეზღუდულ ადამიანებს, რომელთაც დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირთ საჩუქრად ინვალიდის სავარძლები გადაეცათ. ეტლები მათი ოჯახის წევრებს ტყიბულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძრვანელმა მაკა ბაქრაძემ და მუნიციპალიტეტის გამგებელმა რობიზონ გვენეტაძემ გადასცეს.
ორგანიზაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიციცხლისათვის” უკვე ორი ათეული წელია საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და ის სოციალურად დაუცველ და უნარშეზღუდულ ადამიანებს ეხმარება.
ელისო ჭანტურიძე