იმერეთის მხარის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი ტყიბულში იმყოფებოდა. მან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში სამუშაო შეხედრა ქალაქის ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან და სხადასხვა სფეროს წარმომადგნლებთან გამართა.
შეხვედრა ინფორმაციული ხასიათის იყო, რომელსაც ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძეც ესწრებოდა.
გუბერნატორმა შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი სკითხი განიხილა და ერთგვარი მოხსენებაც გააკეთა ზოგადად რეგიონში და კერძოდ მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით.
მან მომავალ გეგმებზეც ისაუბრა და როგორც ადგილობრივ ხელმძღვანელობას ისე სხადასხვა სფეროს წარმომადგენლებს მეტი აქტიურიობისა და თანამშრომლობისაკენ მოუწოდა.
ზაზა მეფარიშვილი მომდევნო სამუშაო შეხედრას ტყიბულში თვენახევარში გამართავს, რომელსაც საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
ელისო ჭანტურიძე