ტყიბულში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა,
ტყიბულიდან სოფელ ცუცხვათში მიმავალი მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ქალაქის გასასვლელთან ხიდის ქვეშ ბორდიურს შეეჯახა, რის შემდეგაც მიკროავტობუსი ამოტრიალდა.
ადგილზე დაიღუპა 1 ადამიანი, 16 დაშავებული მგზავრი კი ტყიბულის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის 1 არასრულწლოვანია, რამდენიმე მგზავრის მდგომარეობა მძიმეა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. მძღოლის საჭეს სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.