ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაძველში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
დაზარალებულის ინფორმაციით ცეცხლი ღამით საბძელს გაუჩნდა რის შემდეგაც საცოვრებელ სახლზე გადავიდა და ორ სართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა.
დაზარალებული მირანდა ქარქაშაძე ამბობს რომ სახანძრო სამაშველო სამსახური შემთხვევის ადგილას გაუმართავი ტექნიკით საათნახევარში მივიდა,რის შემდეგაც უკვე სახლის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
გვენეტაძეების 5 სულიანი ოჯახი,მათ შორის 2 არასრულწლოვანი ამდროისთვის ღიაცის ქვეშ არის დარჩენილი.