25 თებერვალს ხანძარი საწირის ტყეში დაახლოებით დღის 11 საათზე გაჩნდა. ცეცხლის ორი კერა ერთ ჰექტარს მოედო, თუმცა ძლიერი ქარის გამო ხანძარმა ტყის უფრო მეტი მასივი მოიცვა და ხუთ ჰექტრამდე დაიწვა. ცეცხლის ლოკალიზაციისთვის ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ორი სახანძრო მანქანა ექვსი ეკიპაჟით მუშაობდა. მათ დახმარებას უწევდა ქუთაისის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ჯგუფიც. ტყეში ცეცხლი სავარაუდოდ მოსახლეობის დაუდევრობით გაჩნდა.
პარალელურად ხანძარი მძვინვარებდა ასევე ორპირის ტყის გარკვეულ მასივზეც. მეხანძრეები ცეცხლის ლოკალიზაციისთვის ამ დრომდე აქტიურად მუშაობენ.
თეონა ჯანელიძე
http://www.youtube.com/watch?v=IdC9p9irX1g