ტყიბულში გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო ბანერი და პლაკატები დააზიანეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ტყიბულის ორგანიზაციის თავმჯდომარის დავით ქათამაძის ინფორმაციით, როგორც ქალაქში, ისე სოფლებში დააზიანეს გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის პლაკატები და პარტიის ოფისზე განთავსებული კანდიდატის ბანერი. ასევე, კანდიდატის ბანერს და პლაკატებს წითლად КГБ მიაწერეს.