საპრეზიდენტო არჩევნებზე ტყიბულის მუნიციპალიტეტში ამომრჩეველთა უმრავლესობამ საკუთარი არჩევანი გრიგოლ ვაშაძეზე გააკეთა.
წინასწარი მონაცემებით, ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მუნიციპალიტეტის 37 საარჩევნო უბანიდან 31 საარჩევნო უბანზე გაიმარჯვა, დანარჩენ 6 საარჩევნო უბანზე – მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა.
ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისიაში მუნიციპალიტეტის ყველა საარჩევნო უბნიდან საარჩევნო დოკუმენტაცია შესულია და შემაჯამებელი ოქმები ცესკო-ს ვებგვერდზე არის ატვირთული.