აზიური ფაროსანას ზიანი გურიის რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული იყო,
სოფელ ცხემლისხიდის მკვიდრი მურთაზ სიხარულიძე ამბობს, რომ მას თხილის პლანტაცია 1.2 ჰექტარზე აქვს გაშენებული. 15 წლიანი თხილის ბაღში გასულ წელს მოსავალი გაზაფხულის ყინვების გამო ვერ მოიწია, წელს კი შედარებით უკეტესი ამინდების, სწორი აგრო ტექნიკური სამუშაოების ჩატარებისა და წამლობის შედეგად ფერმერმა 1 800 კილოგრამი მოსავალი მიიღო.
ამ რეგიონში ადგილობრივები თხილის მოსავლის გაფუჭებას ძირითადად აზიური ფაროსანას აბრალებდნენ, თუმცა მურთაზ სიხარულიძე თვლის,რომ ხარისხანი მოსავლის მისაღებად წამლობა აუცილებელია, როგორც მავნებლის ისე სოკოვანი დაავადებებეის და ნაცარის წინააღმდეგ.
მედიაპროდუქტი მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.