ტყიბულში, მინდელის შახტში ქართველი და გერმანელი ექსპერტებისგან შემდგარი ჯგუფი მივიდა,

რომლებიც ადგილზე შეისწავლიან შახტში არსებულ მდგომარეობას.

ექსპერტებთან ერთად იმყოფებიან ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის წარმომადგენლები.
„საქნახშირი ჯი-აი-ჯი“ ჯგუფის გენერალური დირექტორის ჯამბულ ჯაყელის თქმით, სამუშაო პროცესი ხუთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და დასკვნა მას შემდეგ გახდება ცნობილი.

„ყველაფერი იქნება მიწოდებული დოკუმენტალურად, არის ელექტრონული ვერსიებიც. ეს ჯგუფი ძალიან დახვეწილია და მსოფლიოში პირველი თუ არა მეორე მაინც არის. ვფიქრობ, კომპეტენტურ და სწორ შედეგებს დადებენ. სახელმწიფომ მოიწვია ეს ჯგუფი. მათ მუშა პროცესში 5 კვირა დასჭირდებათ, ამის მერე დაიდება დასკვნები და შემდეგ მოხდება მუშაობის განახლება“,- განაცხადა ჯამბულ ჯაყელმა.