ტყიბულში, მინდელის შახტში ქართველი და გერმანელი ექსპერტებისგან შემდგარი ჯგუფი იმყოფება,

რომლებიც „კომპანია საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ ხელმძღვანელობასთან ერთად ადგილზე ეცნობიან შახტში არსებულ მდგომარეობას.

ექსპერტებთან ერთად არიან ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის წარმომადგენლები.

ქართველი და გერმანელი ექსპერტები დღეს მინდელის შახტის ვიზუალურ დათვალიერებას დაიწყებენ.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ განაცხადა რომ – “მოხდა დოკუმენტაციის და იმ გეგმების შესწავლა ზოგადად რაც თეორიულად და პრაქტიკულად გაწერილი არის უსაფრთხოების მიმართულებით კომპანიის მხრიდან.

კომპანია „დიემტიმ“ და ადგილობრივმა ექსპერტებმა რომლებიც ჩართული არიან როგორც ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან ასევე შრომის ინსპექციის მხრიდან, მოახდინეს დოკუმენტაციის შესწავლა. დღეს უკვე დაიწყება შახტის ვიზუალური დათვალიერება, პრაქტიკულად რამდგომარეობა არის, მთელი დღის განმავლობაში მოხდება ექსპერტების შახტში გაჩერება. პირველი რეპორტის წარმოდგენა გათვალისწინებულია ორი კვირის შემდგომ და მეტ დეტალიზაციაზე შევძლებთ ამის შემდეგ ვისაუბროთ.განაცხადა ბექა ფერაძემ.