გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს დავალიანება გვაქვს და მეშახტეებს ხელფასს არ ვუხდით, არის მცდარი და არასწორი,
– ამის შესახებ „საქნახშირის“ გენერალურმა დირექტორმა, ჯამბულ ჯაყელმა განაცხადა. მისივე თქმით, ხელფასები ისევე რიგდება, როგორც აქამდე რიგდებოდა.
„არავითარი დავალიანება ჩვენ არ გვაქვს. სახელმწიფოც დაგვიდგა გვერდში. გრაფიკულადაც, არც ერთი დღე გადაცდენაც კი არ ყოფილა. არც 16 ივლისამდე, როცა უბედური შემთხვევა მოხდა და არც მას მერე, ხელფასების გადაცდენას ან დაგვიანებას ადგილი არ ჰქონია.
რაც შეეხება კომისიის დასკვნას, ის ხელფასების გაცემასთან არაფერ კავშირშია. ეს დასკვნა, რაც არ უნდა გვიან იყოს, ხელფასები დარიგდება ჩვეულებრივად. კომისიის დასკვნის მერე კი ჩვეულ რეჟიმში გადავალთ. კომისიას ჩვენ გადავეცით ყველა მოთხოვნილი მასალა, ფიზიკურად ყველა უბანი მოიარეს. თუ გაჩნდა დამატებითი კითხვები, ამ კითხვებზეც გავცემთ პასუხებს. სავარაუდოდ დეკემბრის შუა რიცხვებისთვის დასკვნას დადებენ”, – განაცხადა ჯამბულ ჯაყელმა.
წყარო „ინტერპრესნიუსი“
www.interpressnews.ge