ჰააგის სასამართლოს წინაშე წარდგებიან ის ოკუპანტები და დივერსანტები, რომლებმაც ამ პერიოდში მოახდინეს ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია,დივერსიული აქტები და ეთნიკური წმენდა,
– ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა, გენერალმა შავლეგო ტაბატაძემ განაცხადა. ტაბატაძე ჰააგის სასამართლოს შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებებს გამოეხმაურა, თითქოს 2008 წლის ომში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები ჰააგის სასამართლოს წინაშე წარდგებიან.
„მინდა გამოვეხმაურო „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას, რომ 2008 წლის ომში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები წარდგებიან ჰააგის სასამართლოს წინაშე. ეს არის მტკნარი სიცრუე და პირადად ჩემთვის, როგორც ამ ომში მონაწილე ვეტერანისთვის, შეურაცხმყოფელი. ჰააგის სასამართლოს წინაშე წარდგებიან ის ოკუპანტები და დივერსანტები, რომლებმაც ამ პერიოდში განახორციელეს ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია, დივერსიული აქტები და ეთნიკური წმენდა. შეიარაღებული ძალების პოლიტიზების და პოლიტიკურ იარაღად გამოყენების უფლება არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს. ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალები არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთოების მთავარი გარანტი, რომელიც იდგა და დადგება ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე”, – განაცხადა გენერალმა შავლეგო ტაბატაძემ.