„აღმოსავლეთ ევროპის ცენტრმა მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ (EECMD) დაიწყო საინფორმაციო შეხვედრები დემოკრატიული განათლების განახლებული პროგრამის, „დემოკრატიის სკოლის“ შესახებ.
დემოკრატიის სკოლის პირველი პრეზენტაცია გაიმართა ტყიბულში – „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდში“ ,სადაც სკოლით დაინტერესებულ ადამიანებს ქუთაისის დემოკრატიული სკოლის კოორდინატორმა თემურ ჯვარშეიშვილმა მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია სკოლის შესახებ.
ჯვარშეიშვილმა განაცხადა რომ ქუთაისის დემოკრატიის სკოლამ წელს უკვე მე-8 ჯგუფის დასაკომპლექტებლად გამოაცხადა მსმენელების მიღება. სკოლაში აპლიკაციები მიმდინარე წლის 30 დეკემბრის ჩათვლით მიიღება.
დემოკრატიის სკოლა წარმოადგენს ინტენსიურ საგანმანათლებლო პროგრამას, თანამედროვე პოლიტიკის, ქალაქების განვითარებისა და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული აქტიური მოქალაქეებისთვის. სკოლის პროგრამა სრულიად უფასოა. მსმენელად შერჩევისთვის აუცილებელი პირობაა სრულ კურსზე დასწრება, რაც მოიცავს 5-საათიან ტრენინგებს კვირაში ორჯერ, 2019 წლის თებერვლიდან ივნისის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციის მიღება დემოკრატიული სკოლების შესახებ და აპლიკაციის შევსება შეგიძლიათ სკოლის ვებსაიტზე