ტყიბულში ბავშვებისათვის გასართობი ღონისძიებები გაიმართება.
მერიის ინფორმაციით -„7 იანვარს, შობის დღესასწაულზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია და კომპანია ,,ვანდერლენდი” თამარ სოხაძის ხელმძღვანელობით პატარებს დაუვიწყარ საღამოს აჩუქებს.
ტყიბულელ ბავშვებს საახალწლო განწყობას შეუქმნიან და მათ გართობაზე იზრუნებენ, ანიმაციური გმირები, სანტაკლაუსი და ფიფქია, მოსიარულე დრამერები, ოჩოფეხები, ჯამბაზები, ბაჭიები, დათუნიები, პრინცესები, პეპა გოჭი და ელფები, რომლებიც მუნიციპალიტეტის თეატრთან 3 საათიდან გამოჩნდებიან და ქალაქში პატარებთან ერთად სადღესასწაულო მსვლელობას მოაწყობენ.
მოგვიანებით, მათი მონაწილეობით ღონისძიებაც გაიმართება, რომელიც დატვირთული იქნება სხვადასხვა სანახაობით.
საღამო არც ცეცხლოვანი შადრევნების, ფერადი ფანტელების, ბუშტებისა და ფოიერვერკის გარეშე ჩაივლის,დასწრება თვისუფალია.” ნათქვამია ტყიბულის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.