2019 წლის 1-ელი იანვრიდან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის სავალდებულო ხდება.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განმარტავენ, ინსპექტირების ბოლო ვადა დამოკიდებულია ავტომობილის რეგისტრაციის თვესა და რიცხვზე.
ინსპექტირების საფასური მსუბუქი და მისაბმელი სატრანსპორტო საშუალებისთვის – 60 ლარია; სატვირთო და სამგზავრო ავტომობილისთვის – 100 ლარი;
აღსანიშნავია, ინსპექტირებისას შემოწმდება ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა, გამონაბოლქვი, სავალი ნაწილები, საჭის მექანიზმი, საბურავები, ხილვადობა, ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა.