ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის დასახლების მაცხოვრებლებმა ტყიბული-ქუთაისის დამაკავშირებელი გზა გადაკეტა.
აქციის მონაწილეები მათი დასახლებისათვის სტატუსის შეცვლას აპროტესტებენ.
როგორც ადგილობრივებმა „ოკრიბანიუს“ უთხრა 2013 წლიდან ეს ტერიტორია სოფელ კურსებს მიაკუთვნეს, რამაც პრობლემები შეუქმნა მოსახლეობას საჯარო რეესტრში დოკუმენტების დამზადებისას,ასევე აცხადებენ რომ დაეცა დასახლებაში არსებულ საოჯახო სასტუმროებში ფასები და შემცირდა უძრავი ქონების ღირებულება.
აქციის მონაწილეები ამბობენ რომ მათ დასახმარებლად არაერთხელ მიმართეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას და საკრებულოს, თუმცა უშედეგოდ.
სოფლის მაცხოვრებლები აცხადებენ რომ თუკი დროულად არ მოგვარდება ეს პრობლემა პერმანენტულ აქციებს დაიწყებენ.