ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს ემუქრებიან.
ინფორმაციას ამის შესახემ მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე სოფიო ბოჭორიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს.
“ველოდები ცილისწამებებს და პროვოკაციებს, იყო რეალური მუქარა გადაუმოწმებელ ინფორმაციებს ნუდაიჯერებთ“ აცხადებს ბოჭორიშვილი.
სოფიო ბოჭორიშვილმა „ოკრიბანიუს“ უთხრა რომ ნამდვილად არის მის მიმართ მიზანმიმართული პროვოკაცია და მუქარა. სხვა დეტალებზე საუბარი ბოჭორიშვილს ამეტაპზე მედიასთან არსურს.
სოფიო ბოჭორიშვილი 2014 წლიდან იყო ტყიბულის გამგებლის მოადგილე, 2017 წლიდან არის მერის მოადგილე.