ტყიბულელი ილია სულამანიძე აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ჩატარებული RAGUF ORUJOV -ის სახელობის თასის ჩემპიონი გახდა.
ტურნირი კლუბებს შორის გაიმართა და “შევარდენი 2005„ ,რომელშიც ილიამ იასპარეზა ჩემპიონი გახდა. მან 4 ბრძოლა გამართა და ოთხივე იპონით მოიგო.
პირველ ბრძოლაში აზერბაიჯანის ერთ-ერთი კლუბის წარმომადგენელს მოუგო,შემდეგ ყაზახეთის წარმომადგენელი დაამარცხა, ნახევარფინალში რუსი ძუიდოისტი , ფინალში ილიას მეტოქე მასპინძელი გუნდი შეხვდა, მას გადამწყვეტ ბრძოლაში თავისზე 73 კგ -ით მძიმე 170 კგ – იან აზერბაიჯანელთან მოუწია ასპარეზობა, ეს მაშინ როცა უძლიერეს გუნდთან ანგარიში 2:2 იყო, მან ეს ბრძოლა წარმატებით დაასრულა და ჩემპიონობაც მოიპოვა.
ილიამ გასულ პერიოდებში ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ვერცხლი,ხოლო კადეტთა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა,ორჯერ გაიმარჯვა ევროპის კადეტთა ევროპის თასზე – კლუჟსა და ტულაში,საქართველოს 18 წლამდე ჩემპიონატში ვერცხლის მფლობელია.
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის“ოფიციალური ფეისბუქგვერდის ინფორმაცია.