ტყიბულში ა(ა)იპ „ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანების“ ავტოსადგომზე ღამით სამგზავრო მიკროავტობუსი და საწყობი გაქურდეს.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, გაძარცულია ახლად შეძენილი მიკროავტობუსი, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ უბანს ემსახურებოდა.
ასევე, საწყობიდან წაღებულია ავტონაწილები და ტექნიკური ხელსაწყოები. გაძარცული მიკროავტობუსი და საწყობი დილით სამსახურში მისულმა კომუნალური გაერთიანების თანამშრომლებმა აღმოაჩინეს.
ქურდობის ფაქტი „ოკრიბანიუს“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში დაუდასტურეს-„ქურდობა ნამდვილად მოხდა, ფაქტთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტმა მიმართა შესაბამის ორგანოებს და მიმდინარეობს გამოძიება“, -აცხადებენ მერიაში.
აღნიშნულ საქმეზე „ოკრიბანიუს“ შსს -ში განუცხადეს, რომ გამოძიება ქურდობის ფაქტზე დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 177- ე მუხლით.