ტყიბულის სპორტის სასახლეში ღონისძიება „მოდი ვითამაშოთ ერთად (LPT)” გაიმართა.
მასში მონაწილეობას შშმ ბავშვები ღებულობდნენ თერჯოლის, ხარაგაულისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებიდან.
რომელიც ტრადიციულად მოიცავდა ისეთ აქტივობებს, როგორიცაა :კარაოკე, ცეკვა, სპორტი და ხელსაქმე.
“მოდი ვითამაშოთ ერთად“ არის ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც მშვიდობის კორპუსის მოხალისეები ორგანიზებას უწევენ სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების შეკრებას და მათთან ერთად თამაშს.
ღონისძიებას ორგანიზებას მშვიდობის კორპუსის შესაბამის კომიტეტთან ერთად ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი უწევდა და მასში TDDF-ის 37 ახალგაზრდა მოხალისე მონაწილეობდა.
ღონისძიებას მხარდაჭერა ტყიბულის, თერჯოლისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებმა გაუწია.