მედიასახლი „პოსტსკრიპტუმი“ და საოჯახო სასტუმრო „ლუტრეზი“ გთავაზობთ ლიტერატურულ და ინგლისურენოვან საზაფხულო ბანაკს კურორტ ახალდაბაში

შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ 12-15 წლის მოსწავლეებს ვიწვევთ საზაფხულო ლიტერატურულ და ინგლისურენოვან ბანაკში, ბორჯომის რაიონის კურორტ ახალდაბაში. აქ, ბორჯომის ულამაზეს ხეობაში, ბავშვებს ელოდებათ ლიტერატურული ცხოვრებით სავსე დასვენება და გართობა როგორც ქართულ, ისე – ინგლისურენოვან ჯგუფებში!

ბანაკის მასპინძელია საოჯახო სასტუმრო „ლუტრეზი“, რომელიც გამოირჩევა კომფორტული პირობებით, საუკეთესო მომსახურებით და თბილი ოჯახური გარემოს შექმნით.

ორივე ტიპის ბანაკი 10 დღიანია და თითოეულ ჯგუფში 10 მოსწავლის ადგილია.

ლიტერატურული ბანაკის თარიღებია: 2019 წლის 20 ივნისი – 30 ივნისი;

ინგლისურენოვანი ბანაკის თარიღებია: 2019 წლის 30 ივნისი – 10 ივლისი.

ორივე ბანაკის ხელმძღვანელი და ადმინისტრატორი იქნება გამომცემლობა „პოსტსკრიპტუმის“ მთავარი რედაქტორი და სასტუმრო „ლუტრეზი“-ს მფლობელი ნატო გუბელაძე.

ლიტერატურული ბანაკის ხელმძღვანელი იქნება მედიასახლ „პოსტსკრიპტუმის“ ჟურნალისტი და საინტერესო პუბლიცისტი მაგდა ჩინიჯიშვილი. ბანაკს ეყოლება ასევე მოწვეული სტუმრები – მწერალი, მხატვარი, ფოტორეპორტიორი თუ ჟურნალისტი.

ინგლისურენოვანი ბანაკის სწავლების მეთოდი კი ეფუძნება ინგლისურ ენაზე აქტიურ კომუნიკაციას დაუზრუნველყოფს სასაუბრო ენის სწრაფად და მარტივად დაუფლებას. მეცადინეობები და აქტივობები ჩატარდებასპეციალური პროგრამით მთელი დღის განმავლობაში.

ბავშვები განაწილდებიან ჯგუფებში ინგლისური ენის ცოდნის დონის მიხედვით. დონე განისაზღვრება ტესტირებისშედეგად, რომელიც ჩატარდება ბანაკში ჩასვლის დღეს.

სასწავლო პროცესს გაუძღვებიან ინგლისური ენის გამოცდილი პედაგოგები.

გთავაზობთ ბანაკის ყოველდღიურ პროგრამას და პირობებს (ფასში შედის)

პირველი დღეს მოხდება ბანაკის მონაწილეთა ტრანსპორტირება სხვადასხვა ქალაქიდან და სასტუმროში დაბინავება.

მონაწილეეები პირველივე დღეს გადანაწილდებიან 2ჯგუფად. ჯგუფებს ერქმევა სპეციფიკური სახელები, თითოეულ ჯგუფს ეყოლება ლიდერი – ბანაკის ადმინისტრაციიდან, ჯგუფებს შორის ყოვედღიურად იმართება კონკურსი, ყოველი დღის დასაწყისში მიიღებენ რაიმე ტიპის დავალებას, რომელიც უნდა წარმოადგინონ საღამოს – შეკრებაზე.

ყოველდღიური განრიგის ნიმუში
08:00 – გაღვიძება;
08:30 – დილის ვარჯიში;
09:00 – საუზმე;
09:30 – ჯგუფების მისალმებები და საღამოს დავალების მიცემა
10:00 – 1 სესია: დილის სტუმარი – მწერალი. ლიტერატურული კითხვა, შეკითხვები, დიალოგი. (ინგლისურენოვანებისთვის სასაუბრო უნარები, კითხვა, გრამატიკა, სიტყვათა მარაგი, კულტურის საათი);
11:30 – შესვენება;
12:00 – მეორე სესია:მასტერკლასი – როგორ დავწეროთ მხატრული ესსე (ქართულად და ინგლისურად)
13:45 -შესვენება
14:00 – სადილი;
15:00 -17:00 – თამაშები და აქტივობები ჯგუფებში;
17:00 – სპორტული ღონისძიებები;
18:00 – დღის შეჯამება, ფილმის ნახვა და მსჯელობა
19:00 თავისუფალი დრო (გაიცემა მობილური ტელეფონები 1 საათის განმავლობაში);
19:30 – ვახშამი
20:30 – ვკითხულობთ ხმამაღლა- საყვარელი ლექსი. (ინგლისურენოვანებისთვის – კომუნიკაციის უნარები)
21:00 – კონკურსები, კრეატიული თამაშები, დისკოთეკა;
23:00 – დაძინება;

****

საცხოვრებელი პირობები

ბავშვები იცხოვრებენ ახალდაბის საუკეთესო საოჯახო სასტუმროში „ლუტრეზი“, 2-4ადგილიან კომფორტულად აღჭურვილ ნომრებში, რომელთაც აქვთ თანამედროვე ტიპის სველი წერტილი. ოთახების დალაგება-დასუფთავება – ყოველდღე, თეთრეულის შეცვლა – ყოველ მე-4 დღეს.

მეცადინეობა და აქტივობები მთელი დღის განმავლობაში (აქტივობების დიდი ნაწილი ჩატარდება ღია ცის ქვეშ, კარგი ამინდის შემთხვევაში);

– კვება: სამჯერადი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. ღორის ხორცი რაციონში არ არის. ყოველდღიურადმიირთმევენ კერძებს ხორცით ან თევზით, რძის პროდუქტს, ხილი და ბოსტნეული, ნამცხვარი.

შენიშვნა: დღის განმავლობაში ბანაკის მონაწილეებს მხოლოდ 1 საათით აქვთ მობილური ტელეფონებისგამოყენების უფლება. დღე-ღამის დანარჩენ მონაკვეთში ტელეფონები ინახება ჯგუფის ხელმძღვანელთან. მშობელსშეუძლია 24 საათის განმავლობაში დაუკავშირდეს ბანაკის ხელმძღვანელს ან ბანაკის ხელმძღვანელის ასისტენტს დამიიღოს ინფორმაცია ბავშვის შესახებ.

მშობელთა დღე: არა

თუ ბავშვს დაბადების დღე აქვს, მშობლებს შეუძლიათ ბავშვის ბანაკიდან გაყვანა საუზმის შემდეგ ვახშმამდე.

ორგანიზებული ტრანსფერები ქალაქებიდან – თბილისი და ქუთაისი (ფასში შედის)

შეკრების ადგილი ქუთაისში: რუსთაველის 37ა, პრესის სახლი, 10:00 საათი

შეკრების ადგილი თბილისში: რესპუბლიკის მოედანი, ველოსიპედთან 10:00 საათი

სხვა რეგიონების წარმომადგენლები უნდა მობრძანდნენ ზემოთ მითითებულ შეკრების პუნქტებთან ან თავად ჩამობრძანდნენ ახალდაბაში, რუსთაველის შესახვევი#19, საოჯახო სასტუმრო “ლუტრეზი”!

მშობლებმა წინასწარ უნდა გვაცნობონ, შეკრების რომელ პუნქტზე მიიყვანენ ბავშვს!

რეგისტრაციისთვის საჭიროა: გამოგზავნოთ (მშობელმა) ელექტრონული ფოსტის მისამართზეlutrezi2010@gmail.com ბავშვის პირადობის ან დაბადების მოწმობის და ერთ-ერთი მშობლის პირადობის მოწმობისდამადასტურებელი დოკუმენტის ასლები, შეავსოთ ანკეტა (გამოგეგზავნებათ ელექტრონულად), მოაწეროთ ხელიხელშეკრულებას (გამოგეგზავნებათ ელექტრონულად ), რეგისტრაციის დასასრულებლად საჭიროა, თანხის 30%-ისგადახდა კომპანიის ანგარიშზე. თანხის დარჩენილი 70% შეგიძლიათ თქვენთვის ხელსაყრელი გრაფიკის მიხედვითჩარიცხოთ.
აუცილებელი პირობაა, თანხა სრულად დაიფაროს ბანაკის დაწყებამდე 10 დღით ადრე.

გადახდისას დანიშნულებაში უნდა მიუთითოთ: „(ბავშვის სახელი და გვარი) საზაფხულო ბანაკის სახელწოდება – „ლიტერატურული“ ან „ინგლისურენოვანი“ – მონაწილეობის საფასური“.

ბანაკში მონაწილეობის ფასი 10 დღიანი საგზურით არის – 850 (რვაასორმოცდაათი) ლარი.

თანხა უნდა ჩარიცხოთ შემდეგ ანგარიშზე:
ს/ს საქართველოს ბანკი, კოდი BAGAGE22;
ანგარიშსწორების ანგარიშის ნომერი: : GE76BG0000000320333600;
მიმღები შპს P.S. (“პოსტსკრიპტუმი”)
ს/კ 212822775

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 599107794 (ნატო გუბელაძე)