ტყიბულში აზიურ ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა და ჯგუფის წევრებმა მეფუტკრე ფერმერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
რომელსაც სოფლების ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები და ამსაკითხით დაინტერესებული ადამიანები ესწრებოდნენ.
სურსათის ეროვნული სააგენტოსა და მეფუტკრეთა ასოციაციის წარმომადგენლები, მეფუტკრეებს, მავნებლის წინააღმდეგ მიმდინარე ღონისძიებებზე დეტალური ინფორმაციას აწვდიან და „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების მექანიკურ მეთოდებს აცნობენ.
უსაფრთოების წესების დაცვის მიზნით და მეფუტკრეთა ინტერესების გათვალისწინებით, იმ ტერიტორიებზე სადაც საფუტკრეებია განთავსებული შეწამვლითი ღონისძიებები საღამოს საათებში, როცა ფუტკარი დაბინავებულია, მაშინ მოხდება.
წამლობის დაწყების შესახებ შეტყობინება მეფუტკრეებთან 24 საათით ადრე გაიგზავნება.
იმ სოფლებში, სადაც ფუტკრის ოჯახების მაღალი კონცენტრაციაა, „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების მონტაჟდება.
შემუშავდა სისტემა, რომლის მიხედვითაც გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეფუტკრეები განათავსებენ სპეციალურ სანიშნეებს, ფუტკრის ადგილმდებარეობის შესახებ.
ამ ეტაპზე, ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, სურსათის ეროვნული საგენტოს სპეციალისტები და ჯგუფის წევრები, მუნიციპალიტეტებში ინტენსიურ მონიტორინგს ახორციელებენ. მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაწყების ვადა და დასამუშავებელი ტერიტორიების არეალი მონიტორინგის შედეგების საფუძველზე განისაზღვრება.
იმ ტერიტორიებზე, სადაც „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურებია დამონტაჟებული ცივი შესხურების მეთოდით ინტენსიური წამლობა მიმდინარეობს.
ღონისძიებების პარალელურად ადმინისტრაციულ ერთეულებში, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება. ჯგუფის წევრები ადგილობრივებს „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების მექანიკურ მეთოდებს და დაგეგმილ ღონისძიებებს აცნობენ.
ფაროსანას საწინააღმდგეო ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ SMS რეგისტრაცია საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე – www.parosana.ge და გზავნილების მეშვეობით მიიღონ დეტალურ ინფორმაციას ღონისძიებების დაწყების და განხორციელების ვადებზე.