ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდს აშშ მშვიდობის კორპუსის მაღალი რანგის დელეგაცია ესტუმრა.
როგორც განვითარების ფონდი იუწყება მათთან სტუმრად იმყოფებოდა – მშვიდობის კორპუსის საქართველოს ოფისის დირექტორი მელანი ემერსონი, მშვიდობის კორპუსის სომხეთის ოფისის დირექტორი სონნი ლუუ და მშვიდობის კორპუსის ოპერაციული მიმართულების ხელმძღვანელი ევროპის, ხმელთაშუაზღვისპირეთისა და აზიის რეგიონში მარკ ვანდერ ვორტი.
ისინი ტყიბულს ჩვენი მეგობრებისა და მხარდამჭერების, განათლების პროგრამის მოხალისეების ქენდრა ბუპრესა და ზაკ ვაითის წარმატებული საქმიანობის მიმოხილვისათვის ეწვივნენ. მშვიდობის კორპუსის წარმომადგენლები ასევე დაინტერესდნენ ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის TDDF-ის საქმიანობით, ჩვენი მშვიდობის კორპუსთან მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად მიღწეული წარმატებებითა და ორგანიზაციის განვითარების პერსპექტივით. ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდიTDDF მადლიერებას გამოთქვამს ამერიკელი ხალხისა და მშვიდობის კორპუსისადმი, ადგილობრივი საზოგადოებისა და ორგანიზაციის მხარდაჭერისათვის, რომელიც 2012 წელს დაიწყო და დღემდე წარმატებით გრძელდება,აცახდებენ TDDF-ში.