საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ტყიბულელი და თერჯოლელი პედაგოგები და მედალოსანი მოსწავლეები დააჯილდოვა.
ასევე, მინისტრმა მათ ზოგადი განათლების მიმართულებით მიმდინარე ცვლილებების და სიახლეების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ტყიბულში გამართულ ღონისძიებაზე ბატიაშვილმა სახელმწიფოს მიერ საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის შეთავაზებული ჯილდოს შესახებაც ისაუბრა. ტყიბულსა და თერჯოლაში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გამოცდაზე დარეგისტრირებულია 300 პრაქტიკოსი პედაგოგი, ჯილდოს აღების სურვილი კი 109 ზე მეტმა საპენსიო ასაკის პედაგოგმა გამოთქვა.
მიხეილ ბატიაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ საპენსიო ასაკის პედაგოგებს, რომლებმაც არაერთი თაობა გაზარდეს.
ღონისძიებას რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი ესწრებოდა.