ტყიბულის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ მუხურაში ძლიერი სეტყვა იყო.

ადგილობრივების ინფორმაციით, სეტყვამ სოფელში სიმინდის ყანები, ყურძენი, ბაღ-ბოსტანი და მცენაარები დააზიანა.

როგორც “ოკრიბანიუს“ სოფელ მუხურაში ტყიბულის მერის წარმომადგენელმა ზაზა ყვავაძემ განუცხადა , ძლიერმა ნალექმა და სეტყვამ ადგილობრივ მოსახლეობას ნათესები, ვენახი და ხილის ხეები გაუნადგურა. ზარალის ზუსტი ოდენობა ამდროისთვის ცნობილი არ არის.