ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე კალისტრატე გარდაიცვალა.
მეუფე კალისტრატეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დღეების განმავლობაში დამძიმდა. მეუფეს ქუთაისში ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ოპერაცია ჩაუტარდა და 10 დღეზე მეტი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.მეუფის ცხედარი ბაგრატის ტაძარშია დასვენებული.
საქართველოს საპატრიარქო ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტის კალისტრატეს (მარგალიტაშვილი) გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„საქართველოს საპატრიარქო დიდი მწუხარებით იუწყება, რომ დღეს, დილის 05:00 საათზე, ოცდათექვსმეტი წლის მღვდელმთავრული მოღვაწეობის შემდეგ, ღვთივ განისვენა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ (მარგალიტაშვილი).
დაკრძალვა შედგება ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში, 23 ივნისს, კვირას, 14:00 საათზე. ღმერთმა აცხოვნოს მისი უკვდავი სული,”-აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში