ტყიბულში, მინდელის შახტთან მეშახტეების საპროტესტო აქცია იმართება.
როგორც „ოკრიბანიუსს“მეშახტეებმა განუცხადეს, მათი მოთხოვნაა სასწრაფოდ მოხდეს მიმდინარე თვის ხელფასების დარიცხვა.
მეშახტეები აცხადებენ რომ უხელფასობის გამო ვერ ახერხებენ კომუნალური გადასახადების გადახდას, რის გამოც შესაძლოა მათ ოჯახებს ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდეთ.
ასევე დღეს ტყიბულში 25-მდე მეშახტე მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტში ჩავიდა და ამოსვლაზე უარს აცხადებს, ვიდრე მიმდინარე ხელფასს არ მიიღებენ.
მეშახტეები ამბობენ, რომ შრომის ანაზღაურება 15 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ, თუმცა კომპანიამ ისინი სასწავლო წლის დაწყების დროს თანხის გარეშე დატოვა და უფრო მეტიც – კომპანიის წარმომადგენლები ვერც ახლა ამბობენ როდის დაურიცხავენ ხელფასებს.