ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ საწირეში, ტურისტულ ზონაში, ტყის აღდგენის პროექტი მიმდინარეობს,
ამის შესახებ ინფორმაცის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს, რომელსაც „ოკრიბანიუსი“ უცვლელად გთავზობთ-
აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობა საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან ერთად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ნატალია კობახიძემ, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, არჩილ ნიკოლეიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა და საწირეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს.
სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, 2550 წაბლისა და ფიჭვის ნერგები დაირგო.
„კურორტ საწირეს განვითარების ფონდის“ ინიციატივით, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ 23,4 ჰა ფართობისთვის ტყის აღდგენის პროექტი მოამზადა, რომელიც ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობასთან ერთად, 18 900 ცალი სხვადასხვა სახეობის, მათ შორის წითელი ნუსხით დაცული სახეობების ნერგების დარგვას ითვალისწინებს.
საწირე – ტყიბულის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკურორტო ზონაა, რომლის უნიკალურობასაც იქ არსებული ლანდშაფტი და ბუნებრივი გარემო განაპირობებს. ეროვნული სატყეო სააგენტო ბოლო ორი წლის განმავლობაში კურორტის მიმდებარედ არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ტყეების სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებებსაც ახორციელებს.ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.