ტყიბულში ძიძიგურის სახელობის შახტის მეშახტეები გაიფიცნენ.
ისინი დღეს შახტში სამუშაოდ არ ჩავიდნენ. მათი მთავარი მოთხოვნაა სამუშაო პირობების გაუმჯობესება.
როგორც მეშახტეები ამბობენ, მათ რთულ პირობებში უწევთ მუშაობა, შახტში ერთი კვირაა გაფუჭებულია ელმავალი და ამის გამო ისინი ფეხით გადაადგილდებიან 6 კილომეტრის მანძილზე.
მეშახტეები შიშობენ, რომ შესაძლოა, ძიძიგურის შახტა დაიხუროს და მეშახტეების ნაწილი უმეშევარი დარჩება.
კომპანიასთან მოლაპარაკებებში ჩართულია მეშახტეთა პირველადი პროფკავშირი. ისინი აცხადებენ, რომ აქვთ რეალური შეთავაზებები, როგორ უნდა გამოვიდნენ აღნიშნული კრიზისიდან.