შაორის ტბაზე სპორტული თევზაობის შეჯიბრი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას “საქნახშირის” თანამშრომლები იღებდნენ.
შეჯიბრის დასრულების შემდეგ გამოვლიდნენ გამარჯვებულები, პირველი ადგილი – შალვა ბოჭორიშვილი; მეორე ადგილი – ავთანდილ ბრეგაძე; მესამე ადგილი- თენგიზ სოფრომაძე.
კომპნიის ინფორმციით პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ მონაწილეებს სამახსოვრო სიგელები და ფულადი ჯილდო გადაეცათ. პირველ ადგილზე გასული 500 ლარით დასაჩუქრდა,მეორე ადგილი 300 ლარით და მესამე ადგილს 200 ლარი გადაეცა.
ღონისძიების დასრულების შემდეგ კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ მიხაილ სოცკიმ სტუმრებს პეტრე-პავლობის დღესასწაული მიულოცა და საკუთარი ხელით მომზადებული საჭმლით გაუმასპინძლდა.
სპორტული თევზაობის შეჯიბრი შაორის ტბაზე კომპანია “საქნახშირის“ ინიციატივით გაიმართა.