ტყიბულელი ფეხბურთელი ნინი გურგენიძე 19 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
ნინი ფეხბურთს ბავშვობიდან თამაშობდა, ის ტყიბულის საფეხბურთო სკოლაში 12 წლის იყო რომ მივიდა და ერთადერთი ფეხბურთელი გოგონა იყო გუნდში ვაჟებს შორის.
ტყიბულიდან ნინი ქუთაისის 37-ე სკოლის გოგონათა გუნდში გადავიდა სასწავლებლად. 2015 წლიდან ქუთაისის გოგონათა გუნდ „მართვეს“ წევრი გახდა, სადაც ის წარმატებით თამაშობდა ფეხბურთს და საქართველოს ჩემპიონი გახდა.
ნინი ასევე თამაშობდა აზერბაიჯანის 17 წლამდე გოგონათა ნაკრებში.
ფეხბურთელი გოგონა თითქმის 2 წელი ებრძოდა მძიმე დაავადებას, ამხნის მანძილზე -ნათესავები, მეგობრები, ახლობლები და კეთილი ადამიანები უანგაროდ ცდილობდნენ ნინის და მისი ოჯახის დახმარებას, მაგრამ სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ნინი გურგენიძეს სამშაბათს 28 ივლისს მშობლიურ სოფელ ნიკორწმინდაში დაკრძალავენ, გამოსვენება ტყიბული ახობაძის ქN 3 – დან.